Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

The Telegraph - უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვა მასკმა შესთავაზა, ტრამპი კი დათანხმდა

მსოფლიოუკრაინა
218
Frontnews
The Telegraph - უკრაინაში Starlink-ის შეზღუდვა მასკმა შესთავაზა, ტრამპი კი დათანხმდა

უკრაინაში Starshield-ის ოპერაციების შეზღუდვის ინიციატორი უშუალოდ SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი იყო და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიამოვნებით დაეთანხმა ამ იდეას, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

ჟურნალისტების ცნობით, სწორედ მასკმა შესთავაზა ტრამპს შეზღუდვების დაწესება სისტემაზე, რომელსაც უკრაინის სამხედროები, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის დროს რუსული დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებენ. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი ამ წინადადებას დაეთანხმა, რის შემდეგაც პენტაგონმა შესაბამისი ზომები მიიღო.

ამავდროულად, საჯარო კომენტარებში მასკი შეზღუდვებში თავის მონაწილეობას უარყოფს. მან განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ამერიკელმა სამხედროებმა და პრეზიდენტმა მიიღეს, თუმცა გამოცემის წყაროს ცნობით, ეს ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება.

"მან სოციალურ მედიაში დაწერა, რომ უდანაშაულო იყო და რომ ეს აშშ-ის ადმინისტრაციის დამსახურება იყო. სინამდვილეში, ორივე მათგანი მონაწილეობდა“, - ციტირებს The Telegraph-ის წყაროს. სხვა წყაროებმა, მათ შორის ევროპელმა მაღალჩინოსანმა და ორმა უკრაინელმა ჩინოვნიკმა, დაადასტურეს მოვლენების ეს ვერსია.

შეზღუდვებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე. როგორც გამოცემა განმარტავს, Starshield-ის გამომყენებელი დრონების სიჩქარე დაახლოებით 160 კმ/სთ-მდე შეიზღუდა. ამან მნიშვნელოვნად გაართულა იმ რუსული რეაქტიული დრონების ჩაჭრა, რომლებიც დაახლოებით ორჯერ უფრო სწრაფად მოძრაობენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტუაციას "ძალიან საშიში და უსიამოვნო სიურპრიზი" უწოდა. მისი თქმით, თეთრმა სახლმა შემდგომში გაავრცელა სიგნალები, რომ სისტემის შესაძლებლობები აღდგა, თუმცა სიჩქარის ლიმიტი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი თავდაპირველ დონემდე.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები