ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თუშეთში მამაკაცმა თანასოფლელი მოკლა

ავტორი
Frontnews საქართველო
თუშეთში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეშოში თანასოფლელმა მამაკაცი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით მოკლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მიზეზი ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი გახდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.





