ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

ავტორი
Frontnews საქართველო
თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს ახალ ფუნქციონალებსა და შესაძლებლობებს ყოველთვიურად სთავაზობს. აგვისტოს განახლებებს შორისაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება, ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის დისტანციურად გააქტიურება და განახლებული „ავტოკომფორტი“.
მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას ლონდონის საფონდო ბირჟა (LSE) დაემატა. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ პირდაპირ მობაილბანკიდან შეიძინონ LSE-ზე დალისტული საერთაშორისო და ქართული კომპანიების აქციები და მათ შორის, TBC PLC-ის აქციები.
ინვესტირება შესაძლებელია ბრიტანულ ფუნტში (GBP), £1-დან, დამატებითი აპლიკაციის, რეგისტრაციისა და პლატფორმის გარეშე.
ვადიანი ანაბრის მფლობელ მომხმარებლებს ანაბრით უზრუნველყოფილი სესხის გააქტიურება უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლიათ. სესხის მისაღებად დამატებითი შემოსავლების შესწავლა, ფილიალში მისვლა ან ქოლ-ცენტრში დარეკვა საჭირო აღარ არის.
ფუნქციონალი ხელმისაწვდომია პროდუქტების აქტივაციაში, სესხების ჩანართსა და ანაბრის დარღვევის პროცესში, რაც მომხმარებლებს სესხის რამდენიმე წუთში გააქტიურების შესაძლებლობას აძლევს.
მობაილბანკის განახლებული „ავტოკომფორტი“ ავტომფლობელებისთვის შექმნილი ერთიანი ციფრული ჰაბია. მისი საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ:
მიიღონ მყისიერი შეტყობინებები ჯარიმების შესახებ;
გადაიხადონ ჯარიმები 0% საკომისიოთი;
შეავსონ პარკირების ბალანსი;
ნახონ ჯარიმების დეტალები და სტატუსი;
ისარგებლონ პარტნიორების სპეციალური შეთავაზებებით.
„ავტოკომფორტით“ სარგებლობა 3 თვის განმავლობაში უფასოდ არის შესაძლებელი.
მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები მომხმარებლებს ფინანსური და ყოველდღიური საქმეების ერთ სივრცეში, მარტივად და სწრაფად მართვის შესაძლებლობას აძლევს. თიბისი მობაილბანკის განვითარებას და მომხმარებლებისთვის ახალი ციფრული შესაძლებლობების შექმნას მუდმივად აგრძელებს.
(R)
თაგები:
თიბისის მობაილბანკი




