ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

ავტორი
Front News საქართველო
ხშირად ამბობენ, წარმატებისთვის „სწორ დროს და სწორ ადგილას“ უნდა აღმოჩნდე, თუმცა თიბისის დახმარებით ამისთვის განსაკუთრებული გამართლება აღარ არის საჭირო – საქართველოს ნებისმიერი კუთხე შეიძლება გახდეს სწორი ადგილი განათლების მისაღებად. სწორედ ამ იდეას ეფუძნება თიბისის უფასო ონლაინ განათლების ეკოსისტემა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს თანამედროვე პროფესიების დაუფლების თანაბარ შესაძლებლობას აძლევს.
თიბისისთვის განათლება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამიტომ, თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამპუსი და თიბისი IT აკადემია მთელი საქართველოს მასშტაბით შლიან როგორც გეოგრაფიულ, ისე ფინანსურ ბარიერებს და ხარისხიან განათლებას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდიან.
ონლაინ სწავლება მხოლოდ მოქნილი ფორმატი აღარ არის – ის რეალურ შესაძლებლობებს ქმნის. მონაწილეები სწავლობენ ინტერაქციული ონლაინ ლექციების ფორმატში, მუდმივ კომუნიკაციაში არიან ლექტორებთან, მენტორებთან და ინდუსტრიის წამყვან სპეციალისტებთან. მათ შეუძლიათ ისწავლონ სახლიდან, არ მოწყდნენ სამსახურს, ოჯახსა და ყოველდღიურ ცხოვრებას, გაიცნონ თანამოაზრეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, ერთად იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამასთან, ონლაინ ფორმატი ავითარებს დამოუკიდებელი სწავლის, დროის მართვისა და ციფრული თანამშრომლობის უნარებს, რომლებიც თანამედროვე კარიერისთვის აუცილებელია.
თიბისი ტექსკოლა უკვე სამი წელია 9-12 კლასის მოსწავლეებს სრულიად უფასოდ აცნობს ყველაზე მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. პროგრამაში 4 500-ზე მეტი უფროსკლასელი ჩაერთო, რომელთა 35% რეგიონებიდანაა. ტექსკოლის კურსდამთავრებულები დღეს უკვე თავადაც აზიარებენ ცოდნას „ტექსკოლის ელჩების“ პროგრამის ფარგლებში.
2019 წლიდან თიბისი IT აკადემიამ 5 000-ზე მეტი ადამიანი გადაამზადა, მათ შორის 48% ქალია, ხოლო 500-მდე კურსდამთავრებული დასაქმდა თიბისისა და მისი პარტნიორი კომპანიების ტექნოლოგიურ გუნდებში.
უფასო ონლაინ პროგრამაა თიბისი კამპუსიც, რომელიც 18-24 ასაკის ყველა მსურველს მარკეტინგის, პროდუქტის მენეჯმენტის, ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის მიმართულებებს სთავაზობს. კამპუსის მონაწილეთა 57% რეგიონებიდანაა, პროგრამას უკვე 1000-მდე მონაწილე ჰყავს, ხოლო ბოლო ნაკადი 112-მა სტუდენტმა წარმატებით დაასრულა.
თიბისისთვის განათლება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სწორედ ამიტომ, კომპანია ქმნის შესაძლებლობას, რომ ხარისხიანი თანამედროვე განათლება არ იყოს დამოკიდებული საცხოვრებელ ადგილზე, ფინანსურ შესაძლებლობებზე თუ ასაკზე. თიბისი ტექნოლოგიურ ცოდნაზე ხელმისაწვდომობას განიხილავს, როგორც მომავალი თაობის, ძლიერი ეკონომიკისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.
(R)
თაგები:
თიბისი




