ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თინა ბოკუჩავა - "ქართული ოცნება" ყოველდღიურად გვაშორებს ევროპულ მომავალს, მათი მიზანია, რომ დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ევროპული ფესვები

ავტორი
Frontnews საქართველო
საქართველოში ჯერ კიდევ არის დემოკრატიის კუნძულები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მცდელობისა, რომ ჩაახშოს და ამოძირკვოს, მაინც არსებობს. აქ, ამ დარბაზებში იმ ადამიანების ხმები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსთაველზე დგანან და აპროტესტებენ ამ რეჟიმს, ძალიან კარგად ისმის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროსაბჭოში.
"ქართული ოცნება" არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ყოველდღიურად ფეხქვეშ თელავს ევროპულ ღირებულებებს, რომელზეც დგას ევროკავშირი, სწორედ ამ დროს, ჩვენ ვიმყოფებით სტრასბურგში.
საქართველოს ადგილი ნამდვილად არის ევროსაბჭოში და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ჩვენი ევროპული იდენტობა, როგორც ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი. "ქართული ოცნება" ყოველდღიურად გვაშორებს ევროპულ მომავალს, მათი მიზანია, რომ ქართველებმა დავკარგოთ ჩვენი იდენტობა, ჩვენი ევროპული ფესვები, ის ღირებულებები, რომელზეც დგას არა მარტო თანამედროვე სახელმწიფო და კონსტიტუცია, არამედ წესწყობილება სამართლებრივი და პოლიტიკური.
საქართველოში ჯერ კიდევ არის დემოკრატიის კუნძულები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მცდელობისა, რომ ჩაახშოს და ამოძირკვოს, მაინც არსებობს. აქ, ამ დარბაზებში იმ ადამიანების ხმები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსთაველზე დგანან და აპროტესტებენ ამ რეჟიმს, ძალიან კარგად ისმის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
თაგები:
თინა ბოკუჩავა




