ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
თორნიკე ჭეიშვილი - "ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით

ავტორი
Frontnews საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პროქართული ამომრჩეველი ჰყავს, რაც მთავარი განსხვავებაა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი ეს რეპლიკა „ლელოს“ წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ -„ქართულ ოცნებას“ თავის ელექტორატში პრორუსული მსოფლმხედველობის ამომრჩეველი ჰყავს“.
"წეღან საუბარი იყო მილიონ ასოციათას ამომრჩეველზე, რაც საარჩევნო შედეგებით არის დადასტურებული. "ქართულ ოცნებას“ ჰყავს პროქართული ამომრჩეველი და სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენს შორის, რომ თქვენ გარეთ იყურებით“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.
თაგები:
თორნიკე ჭეიშვილი




