Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

თორნიკე რაზმაძე - მედავებიან 166-ე მუხლს, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის და არა სახელმწიფო თანამდებობის პირის გინებას

საზოგადოება
42
Frontnews
თორნიკე რაზმაძე - მედავებიან 166-ე მუხლს, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის და არა სახელმწიფო თანამდებობის პირის გინებას

ვერაფერს შეცვლიან და ვერაფერს მოიგონებენ გარდა იმისა, რომ აღიარონ, რომ საქმე აღმიძრეს მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის გინების გამო. ეს არის სირცხვილი, - ამის შესახებ თორნიკე რაზმაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, მას ხელისუფლებისთვის, ან ირაკლი კობახიძისთვის არ მიუყენებია შეურაცხყოფა, მისი ადრესატი მარგარიტა სიმონიანი და სხვა პროპაგანდისტები არიან.

"ცოტა შსს-მ გაავრცელა განცხადება ჩემზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით. ცხადად ჩანს, მე ვისაც ვაყენებ შეურაცხყოფას იმავე ადამიანის ციტირებით და ეს არის მარგარიტა სიმონიანი, მათ შორის ის ადამიანები, ვინც არიან სტუდიაში. მაგრამ არც იტყვიან იმას, რომ მე ირაკლი კობახიძეს ვაგინე იმიტომ, რომ სხვა მუხლია ის. მე მედავებიან 166-ე მუხლს, რაც გულისხმობს სხვა ადამიანის გინებას და არა სახელმწიფო თანამდებობის პირის. სახელმწიფო თანამდებობის პირის გინებად რომ ჩაეთვალათ ეს, აბსოლუტურად სხვა მუხლია აქ და ჩემი საქმის დადგენილებაში იქნებოდა სხვა მუხლი მითითებული, შესაბამისად, განხილვასაც კი არ ექვემდებარება, რომ ვინმე მედავება ირაკლი კობახიძის, ან "ქართული ოცნების" გინებას, ეს ფიზიკურად ვერ იქნება ასე საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.

ვერაფერს შეცვლიან და ვერაფერს მოიგონებენ გარდა იმისა, რომ აღიარონ, რომ საქმე აღმიძრეს მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სოლოვიოვის გინების გამო. ეს არის სირცხვილი. მათ დაინახეს საზოგადოების ერთგვაროვანი რეაქცია. ეს ადამიანები ერეკლე მეორეს აყენებენ შეურაცხყოფას და ვინც მათ აგინებთ, მათ წინააღმდეგ როგორ აღძარით საქმეო და ამიტომ, ცდილობენ, იფაფხურონ. მე მტკიცებულება ხელში მაქვს მათივე შექმილი და გამოგზავნილი", - განაცხადა თორნიკე რაზმაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები