Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ტრამპი აცხადებს, რომ მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე ზელენსკის მიწვევაში პრობლემას ვერ ხედავს

უკრაინა
181
Frontnews
ტრამპი აცხადებს, რომ მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე ზელენსკის მიწვევაში პრობლემას ვერ ხედავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე მიიწვევს.

მისი თქმით, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

პრესკონფერენციაზე ტრამპს ჰკითხეს, მიიწვევდა თუ არა ზელენსკის G20-ის სამიტზე, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-მა სამიტზე ვლადიმერ პუტინი უკვე მიიწვია.

"დიახ, სიამოვნებით, პრობლემა არ არის“, - აღნიშნა ტრამპმა.

იქამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონს შეუძლია, ზელენსკი დეკემბერში დაგეგმილ G20-ის ლიდერების სამიტზე მიიწვიოს, თუ ეს დადებით შედეგებს გამოიღებდა.

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის, დათანხმდებოდა თუ არა პუტინი ზელენსკისთან სამმხრივ შეხვედრას მაიამიში.

G20-ის ლიდერების სამიტი 2026 წლის 14-15 დეკემბერს მაიამიში, ფლორიდის შტატში გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები