ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ტრამპი - იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების საკითხი განიხილეს არა მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, არამედ ვლადიმერ პუტინთანაც, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მედიამ ტრამპს ჰკითხა, განიხილა თუ არა მან ზელენსკისთან Patriot-ის რაკეტების საკითხი.
ტრამპის თქმით, ეს საკითხი მართლაც მათი ყურადღების ცენტრში იყო და მის განხილვას დიდი დრო დაუთმეს.
"მე ბევრი ვისაუბრე მასთან (ზელენსკისთან) - ის და პუტინი თანახმა არიან. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მკაცრი ზამთრის დადგომამდეც კი, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ“, - განაცხადა ტრამპმა.
25 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინა მიიღებს ლიცენზიებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა მიიღო.
"ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა: დიახ, მე მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება, უკრაინა მიიღებს ლიცენზიებს Patriot-ის რაკეტების წარმოებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.





