ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ტრამპი – ის, რაც საფრანგეთში ხდება, უკონტროლო მასობრივი მიგრაციის შედეგია

ავტორი
Frontnews საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროცესი მასობრივი მიგრაციის შედეგია.
"ის, რაც საფრანგეთში ხდება, უკონტროლო მასობრივი მიგრაციის შედეგია. საქმე სკოლებს კი არა, ისლამს ეხება, რომელსაც ოდესღაც დიადი ქვეყნის დაპყრობა სურს!“ – წერს ტრამპი.
სკოლებში რეფორმების მოთხოვნით, დღეს საფრანგეთში მასშტაბური აქციები იმართება. დემონსტრანტები აქციებს პარიზში, მარსელში, ნიცაში, ნანტში, ლიონსა და სხვა ქალაქებში მართავენ.
თაგები:
დონალდ ტრამპი




