Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ტრამპი პუტინს ომის დასრულებისა და შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს

უკრაინა
824
Frontnews
ტრამპი პუტინს ომის დასრულებისა და შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება უკრაინაში ომის დასრულების მიმართ.

“მინდა, რომ მან შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების პირობები და მინდა, რომ მან ხელი მოაწეროს მას, დაასრულოს ეს ყველაფერი და უბრალოდ დაუბრუნდეს თავის ცხოვრებას“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-ჯერსის დატოვებისას.

მან ასევე განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის მიერ კიევზე ბოლო დროს განხორციელებული სარაკეტო დარტყმებით და ვერ იტყვის დანამდვილებით, სერიოზულად ფიქრობს თუ არა პუტინი ომის დასრულებაზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები