Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

წალენჯიხაში 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო

რეგიონები
406
Frontnews
წალენჯიხაში 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო

წალენჯიხელი პირველკლასელები "ჩემი პირველი ნერგის" აქციას შეუერთდნენ, რომლის ფარგლებშიც 238-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო.

პატარებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერმა გუბა საჯაიამ, მერის მოადგილე გიორგი კვარაცხელიამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დარეჯან დადიანმა.

​პროგრამა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მასში, ქვეყნის მასშტაბით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი მონაწილეობს.

​პროექტის პარტნიორები არიან: ​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ​თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები.

ინიციატივა მიზნად ისახავს მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბუნებაზე ზრუნვის ჩვევის ჩამოყალიბებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები