Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

რეგიონები
45
Frontnews
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის სამუშაოები, რაც ადგილობრივი საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისა და უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველყოფისთვის არის მიმართული.

"​მშენებლობის პერიოდში მოსახლეობის შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ადგილზე ეწყობა დროებითი სათადარიგო ხიდი. 

ახალი ძირითადი ხიდის აშენებამდე, მოქალაქეები აღნიშნული სათადარიგო ხიდით მსუბუქი ავტომობილებით შეძლებენ გადაადგილებას.

​მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია, პირველ მოადგილესთან ბესიკ ფარცვანიასთან და მერის წარმომადგენელთან ირაკლი შელიასთან ერთად  გაეცნო. 

ხელმძღვანელი პირები  მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ და პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და შესრულების ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

საჩინოს გზაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობის  პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებით ხორციელდება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაში", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები