Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება

რეგიონები
405
Frontnews
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება. 

ამჯერად  ტექნიკა ხობელიას ქუჩაზე მუშაობს, სადაც პირველ და მეორე მონაკვეთებზე ასფალტის საფარის დაგება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

​მიმდინარე პროცესს ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია პირველ მოადგილესთან, ბესიკ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო. 

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობა, ვადები და შესრულების ხარისხი განიხილეს.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის,გუბა საჯაიას განცხადებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით  გზების მოწესრიგება კვლავაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები