Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ციციშვილის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

საზოგადოება
1320
Frontnews
ციციშვილის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ციციშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, მათ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი 100-ზე მეტი პაციენტიდან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

“მომართვის კლების ტენდენცია არ გვაქვს. ამ დროისთვის, ჩვენთან 116 ბავშვია. 15 წევს რეანიმაციაში. მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე არიან. ერთია ახალშობილი და ერთი – ჩვილი. რეანიმაციაში მყოფი სხვა პირების მდგომარეობაც მძიმეა, აქვთ სუნთქვის უკმარისობა, თანმხლები ნევროლოგიური დაავადებებით, არიან ჟანგბადდამოკიდებულები. 

 

კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტები მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევიან. ჩვენთან მყოფი მშობლებიდან 9 ორჯერადადაა ვაქცინირებული. აქედან 6 აქვს დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია“, – აცხადებს მაია ჩხაიძე. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები