Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სამართალი
54
Frontnews
ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ.

"ნაფიცმა მსაჯულებმა დადასტურებულად მიიჩნიეს, რომ 2026 წლის 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, მეუღლეს დანით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 18 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები