Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ცოტნე ანანიძე - დეესკალაციის საკანში გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება

პოლიტიკა
150
Frontnews
ცოტნე ანანიძე - დეესკალაციის საკანში გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება

როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი მესიჯი და კომენტარი მივიღე სოციალურ ქსელში მსჯავრდებულ გ.დ. სთან დაკავშირებით, როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა, ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ანანიძის თქმით, როდესაც მსჯავრდებული გადაჰყავთ დეესკალაციის საკანში, გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება. ასევე, ის აღნიშნავს რომ კადრების დათვალიერების ნაწილში, იზიარებს სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.

„როგორც ყოფილ პატიმარს და უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც წლების განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში ბევრ პატიმარს შევხვდი, არაერთი სმს და კომენტარი მივიღე სოც. ქსელში მსჯავრდებულ გ.დ. სთან დაკავშირებით, მოკლედ მოგახსენებთ:

პირველი: როცა დახურული, მაღალი რისკის დაწესებულებიდან გასული წლის ვიდეოჩანაწერი არსებობს, ეს მაღალი სტანდარტია, რომელიც შესაძლოა ევროპულ დემოკრატიებშიც ვერ იპოვოთ.

მეორე: როცა მსჯავრდებული დეესკალაციის საკანში გადაჰყავთ, წინააღმდეგობის რისკის ალბათობის  გამო, გადაყვანა ერთი ან ორი თანამშრომლით არ ხორციელდება.

მესამე: კადრების დათვალიერების ნაწილში, ვიზიარებ სახალხო დამცველის პირველად პოზიციას.

როგორც ადგილობრივს, ვიცნობ კონკრეტული პატიმრის ოჯახს და პატივს ვცემ.

პატიმრებს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და თავისუფლებას“, - წერს ცოტნე ანანიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები