Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

წყალტუბო საკურორტო სეზონისთვის აქტიურად ემზადება

საზოგადოება
1705
Frontnews
წყალტუბო საკურორტო სეზონისთვის აქტიურად ემზადება

წყალტუბო საკურორტო სეზონისთვის აქტიურად ემზადება.

ცენტრალურ პარკში შადრევნები ჩაირთო. მრგვალ აუზზე მზად არის საფეხმავლო ბაქანი, წყლის ჭავლის სიმაღლე 2 – 3 მეტრია. შადრევანი ღამის საათებში განათდება, ასევე პარკში განათავსეს დეკორატიული ჭადრაკის მაგიდა, სკამები, საყვავილეები და ნაგვის კონტეინერები.

გრძელდება გამწვანების სამუშაოები, ეწყობა რეკრეაციული სივრცეები და სკვერები.

მწვანე ქალაქში ამ ეტაპზე 15 სასტუმრო და 50-მდე საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებს.

თაგები:

წყალტუბო
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები