ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
"თუ ადრე მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი"

ავტორი
Frontnews საქართველო
თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
“ამ მოვლენების ორომტრიალში ბევრმა შეიძლება ვერც შეამჩნია, როგორ შეიცვალა ბოლო წლებში, ჩემი აზრით, სწორი მიმართულებით ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა. თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი, რასაც მე პირადად მივესალმები.
როგორც კი ღარიბაშვილი და ერთი პიროვნების გარდაცვალებაზე დეზინფორმაციული კამპანიის სხვა მონაწილეები დაიბარეს სადაც საჭიროა და "შეაჯანჯღარეს", ხომ ნახეთ რა სახეებით გამოვიდნენ და როგორ უცბად უკან წაიღეს ნათქვამი.
ერთხელ ჩერჩილმა თქვა, ბოლშევიზმი აკვანშივე უნდა ჩაკლაო. დეზინფორმაციაც და მანიპულაციაც აკვანშივე უნდა ჩაკლა!!!”- წერს ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე




