Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

სამართალი
234
Frontnews
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე 5 პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან 6 160 კოლოფი, ხოლო ავტომობილიდან 600 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტია ამოღებული, რომლის საბაზრო ღირებულება 37 856 ლარია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 6-დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები