Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უიტკოფი აცხადებს, რომ 22 იანვარს პუტინს შეხვდება

უკრაინა
641
Frontnews
უიტკოფი აცხადებს, რომ 22 იანვარს პუტინს შეხვდება

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებით, 22 იანვარს ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

მისი თქმით, შეხვედრა რუსებმა მოითხოვეს და აღნიშნა, რომ "ეს მათი მხრიდან მნიშვნელოვანი განცხადებაა".

"ყველას სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა“, - განაცხადა უიტკოფმა და აღნიშნა, რომ ხვალ მოსკოვში ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან ერთად გაემგზავრება.

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას უკვე დაუდასტურა, რომ პუტინი ხვალ უიტკოფთან შეხვედრას გეგმავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები