Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უკრაინა უახლოეს პერიოდში ვაშინგტონისგან თავდაცვისთვის 350 მილიონ დოლარს მიიღებს

მსოფლიო
876
Frontnews
უკრაინა უახლოეს პერიოდში ვაშინგტონისგან თავდაცვისთვის 350 მილიონ დოლარს მიიღებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინა უახლოეს პერიოდში ვაშინგტონისგან 350 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

“დღეს, როდესაც უკრაინა გაბედულად ებრძვის და იგერიებს რუსეთის მიერ სასტიკ და არაპროვოცირებულ თავდასხმას, მას თავდაცვისთვის 350 მილიონი დოლარი გამოეყოფა“, – განაცხადა ბლინკენმა.

 

მისივე თქმით, ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს თავდაცვითი იარაღის მიწოდებას, რაც კიევს უნდა დაეხმაროს “ჯავშანტექნიკის, საჰაერო და სხვა საფრთხეების გამკლავებაში”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები