Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 84 ადამიანი დააბრუნა

უკრაინა
764
Frontnews
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 84 ადამიანი დააბრუნა

უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა მოხდა. ეს ალასკაში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოახლოებული შეხვედრის ფონზე გაიმართა.

როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, დღეს 84 ადამიანი დააბრუნეს სახლში.

"ესენი არიან როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები. თითქმის ყველას სჭირდება სამედიცინო დახმარება და მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დღეს გათავისუფლებულ მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არიან ისინი, ვინც რუსებმა 2014, 2016 და 2017 წლებში დააკავეს.

"დღეს გათავისუფლებულ სამხედროებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები. მადლობელი ვარ ყველას, ვინც გვეხმარება უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები