Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას თეიმურაზ შარაშენიძე დაიკავებს

საზოგადოება
1725
Frontnews
უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას თეიმურაზ შარაშენიძე დაიკავებს

თბილისი: უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას თეიმურაზ შარაშენიძე დაიკავებს. 

 

შარაშენიძის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ის საქმიანობას აგვისტოდან შეუდება.

 

თეიმურაზ შარაშენიძეს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გელა დუმბაძე 1 ივლისს გამოიწვია.

 

Front News მაშინ წერდა, რომ უკრაინაში ახალი ელჩის თანამდებობაზე თეიმურაზ შარაშენიძის კანდიდატურა განიხილებოდა, რომელიც ადრე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებდა

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები