Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
96
Frontnews
უკრაინის გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 499 390 (+1 410) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 08.09.26-მდე: ტანკები – 12 332 (+0), ჯავშანტექნიკა – 25 285 (+1), საარტილერიო სისტემები – 49 341 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 104 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 612 (+3), თვითმფრინავები – 441 (+0), ვერტმფრენები – 355 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 521 (+5); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 504 309 (+1 592), ფრთოსანი რაკეტები – 5 070 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 145 478 (+452), სპეციალური ტექნიკა – 4 647 (+0).

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები