Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს რუსტემ უმეროვი  უხელმძღვანელებს

უკრაინა
38
Frontnews
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს რუსტემ უმეროვი  უხელმძღვანელებს

უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უმეროვი უახლოეს დღეებში საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უმეროვი დიპლომატიურ მიმართულებაზე მუშაობას გააგრძელებს, განსაკუთრებით აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით.

რუსტემ უმეროვი ამჟამად უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელია, მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე უმეროვს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იგორ კლიმენკო შეცვლის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები