ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
"უკრაინის საკითხები უკრაინის მონაწილეობით უნდა წყდებოდეს" - ზელენსკი ჩინეთში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას ელოდება

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინა ელოდება ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების შესახებ და ომის დასასრულებლად შემდეგ ნაბიჯებს მოამზადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ შეხვდება ტრამპის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები ევროპელ ლიდერებთან რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებში ახალი ნაბიჯების შესახებ.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მკაფიოდ აფიქსირებს მშვიდობისკენ სწრაფვას და ყოველთვის კონსტრუქციულად მუშაობს.
"ამერიკელმა წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ბერლინში ჩვენს შეხვედრებზე მოგვაწვდიან აუცილებელ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ახლა მათ შორის ჩინეთშიც მიმდინარეობს. ჩვენ მოვისმენთ ინფორმაციას ჩინეთიდან სხვა ქვეყნებისა და სხვა ლიდერებისგან, ჩვენი პარტნიორებისგანაც", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 19 ნოემბერს "მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. უკრაინა და პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კოალიცია ქმედითი იყოს.
"ვამზადებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს უკრაინისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი თავდაცვისა და ენერგეტიკისთვის. გაიმართება ორმხრივი შეხვედრებიც, რომლებმაც მეტი შედეგი უნდა მისცეს უკრაინასა და ჩვენს დიპლომატიას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უკრაინასა და ევროპას მკაფიო საერთო პოზიცია აქვთ: უკრაინის საკითხები უნდა წყდებოდეს უკრაინის მონაწილეობით; ევროპის საკითხები უნდა წყდებოდეს ევროპის მონაწილეობით.
"მხოლოდ ასეთი მიდგომა იარსებებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება და ვინც ამ ომის დასასრულებლად ძლიერ დღის წესრიგს უწყობს ხელს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




