Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უნგრეთში 5-11 წლის ბავშვების იმუნიზაცია 20 დეკემბრიდან იწყება

მსოფლიო
1356
Frontnews
უნგრეთში 5-11 წლის ბავშვების იმუნიზაცია 20 დეკემბრიდან იწყება

უნგრეთში 5-11 წლის ბავშვების იმუნიზაცია 20 დეკემბრიდან იწყება. ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, უნგრეთი „ფაიზერის“ ვაქცინას კვლავ ევროკავშირის პლატფორმის გამოყენებით შეისყიდის.  

 

გადაწყვეტილება უნგრეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროპის მედიკამენტების სააგენტომ 5-11 წლის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე ნებართვა გასცა. 

 

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ურბანის განცხადებით, რომელიც ყოველკვირეული რადიოინტერვიუს დროს გააკეთა, უნგრეთში მცირეწლოვნების იმუნიზაცია „ფაიზერით“ 20 დეკემბრიდან დაიწყება, რისთვისაც ქვეყანას ახალი სპეციალური დოზების სასწრაფო შესყიდვა ესაჭიროება.

 

უნგრეთის აღნიშნული გადაწყვეტილება ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მიმდინარე წლის მაისში ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღარ აპირებდა ვაქცინების შესყიდვას ევროკავშირის პლატფორმის გამოყენებით. 

 

წყარო: https://www.euronews.com/2021/11/26/hungary-silently-rejoins-the-eu-s-joint-vaccine-pool

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები