Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

უნგრეთში ორბანის მთავრობის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში 20 მილიონი დოლარი ამოიღეს, თანხის ნაწილი მიწაში იყო ჩამარხული

მსოფლიო
468
Frontnews
უნგრეთში ორბანის მთავრობის მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში 20 მილიონი დოლარი ამოიღეს, თანხის ნაწილი მიწაში იყო ჩამარხული

უნგრეთში სამართალდამცველებმა ვიქტორ ორბანის მთავრობის მინისტრი მიკლოშ შეშტაკის წინააღმდეგ ქრთამის აღების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თითქმის 20 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული ამოიღეს.

მედიის ცნობით, თანხის ნაწილი ტყეში, მიწაში იყო ჩამარხული, ნაწილი კი ფერმის ნაგებობებსა და საწყობებში იყო დამალული.

უნგრეთის ფინანსთა მინისტრის ანდრაშ კარმანის განცხადებით, ამოღებულ თანხას სახელმწიფო ხაზინის 12 თანამშრომელი რვა საათის განმავლობაში ხუთი სპეციალური აპარატის გამოყენებით ითვლიდა. მთლიანობაში ამოღებულია 5.07 მილიარდი ფორინტი (15.33 მილიონი დოლარი), 2.66 მილიონი ევრო და 1.26 მილიონი დოლარი.

თავად მიკლოშ შეშტაკი ბრალდებებს უარყოფს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ჩატარებული ოპერაცია ვიქტორ ორბანის პარტიის „ფიდესის“ „მაფიის დასასრულს ნიშნავს“.

მიკლოშ შეშტაკი 2014–2018 წლებში უნგრეთის ეროვნული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

თაგები:

უნგრეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები