Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

"ვაგრძელებთ ბრძოლას აგრესორის წინააღმდეგ" - უკრაინის გენშტაბი პუტინს დაბადების დღეს "ულოცავს" და მტრის დანაკარგების შესახებ შეჯამებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
303
Frontnews
"ვაგრძელებთ ბრძოლას აგრესორის წინააღმდეგ" - უკრაინის გენშტაბი პუტინს დაბადების დღეს "ულოცავს" და მტრის დანაკარგების შესახებ შეჯამებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი პუტინის 74-ე წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის არმიის დანაკარგების შუალედურ შედეგებს აჯამებს.

სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია:

- სამხედრო პერსონალი - 1 545 950 (+1690)

- ტანკები - 12 396

- საბრძოლო ჯავშანმანქანები - 25 498 (+4)

- საარტილერიო სისტემები -  50 836 (+51)

- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 192 (+8)

- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 1 690 (+2)

- თვითმფრინავები - 443

- ვერტმფრენები - 356

- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 551 876 (+1890)

- ფრთოსანი რაკეტები - 5 126

- მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35

- წყალქვეშა ნავები - 2

- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 159 128 (+577)

- სპეციალური ტექნიკა - 4 800 (+5)

- მიწისზედა რობოტული სისტემები - 2878 (+12).

"მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური ომით რუსი დიქტატორი ყოველ წელს თავის ქვეყანას უფსკრულთან აახლოებს, საკუთარ თავს კი - ისტორიის სანაგვესთან. ვაგრძელებთ ბრძოლას აგრესორის წინააღმდეგ უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის", - წერს უკრაინის გენშტაბი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები