ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ვალერი ჩეჩელაშვილი - არ უნდა იყოს ასეთი მოლაპარაკებები დაფარული ისეთ პარტნიორთან, ოპონენტთან, როგორიცაა ოკუპანტი რუსეთი

ავტორი
Frontnews საქართველო
არ უნდა იყოს დაფარული, რაზე იყო საუბარი, რა იქნება ახლა და არ უნდა იყოს ასეთი მოლაპარაკებები დაფარული ისეთ პარტნიორთან, ოპონენტთან, როგორიცაა ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც საქართველოს ორი პროვინცია აქვს მიტაცებული, ოკუპირებული, - ამის შესახებ "ჯერ საქართველოს" წევრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პირდაპირი მინიშნება 3+3 ფორმატზე, რომ ეს არის ძალიან მავნე და ჩვენთვის აბსოლუტურად უსარგებლო.
"არ უნდა იყოს დაფარული, რაზე იყო საუბარი, რა იქნება ახლა და არ უნდა იყოს ასეთი მოლაპარაკებები დაფარული ისეთ პარტნიორთან, ოპონენტთან, როგორიცაა ოკუპანტი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც საქართველოს ორი პროვინცია აქვს მიტაცებული, ოკუპირებული.
ამ უსაფრთხოების თემამ მოლაპარაკებების დროს გაგრძელება ნახა. ეს არის პირდაპირი მინიშნება 3+3 ფორმატზე, რომ ეს არის ძალიან მავნე და ჩვენთვის აბსოლუტურად უსარგებლო.
ვიღაცამ სადღაც რუსებთან მოლაპარაკება აწარმოვა, ამის თაობაზე კი ჩვენ არაფერი არ ვიცით. გარდა ამისა, გაუგებარია, რატომ ჩატარდა შეხვედრა მინსკში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ შეხვედრები აქამდე პრაღაში ტარდებოდა, რომელიც ძალიან კომფორტული ქალაქია, ხოლო მინსკი არის ქალაქი, რომელიც ასოცირდება რუსეთთან.
რაც შეეხება გიორგი ზურაბაშვილს, მას, ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ძალიან რთული ფუნქცია დააკისრეს“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
19 ნოემბერს მინსკში გიორგი ზურაბაშვილს და მიხაილ გალუზინს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
თაგები:
ვალერი ჩეჩელაშვილი




