Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ვალერი ჩეჩელაშვილი - პროევროპულები ვართო და ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ დაგვაშორონ ევროკავშირს

პოლიტიკა
86
Frontnews
ვალერი ჩეჩელაშვილი - პროევროპულები ვართო და ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენ დაგვაშორონ ევროკავშირს

"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს", პროევროპულები ვართო და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ დაგვაშორონ ევროკავშირს, - ამის შესახებ "ჯერ საქართველოს" წევრმა ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ხელისუფლებამ ევროინტეგრაცია შეაჩერა.

"დროა უკვე, გულწრფელად აღიაროს ბატონმა ირაკლიმ და "ქართულმა ოცნებამ", რომ არ არის ევროკავშირთან დაახლოება მათი პრიორიტეტი. "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს", პროევროპულები ვართო და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ დაგვაშორონ ევროკავშირს. ევროკავშირი გვეკითხება ჩვენ და გვეუბნება, თუ გინდათ შემოხვიდეთ ევროკავშირში, უნდა შეასრულოთ რეკომენდაციები და უნდა მიუსადაგოთ პოლიტიკა ამ კლუბში არსებულ სტანდარტებს - თუ არ გინდათ, მაშინ ნუ შემოხვალთო, მაგრამ იციან, რომ საქართველოს საზოგადოებაში არის ძალიან ძლიერი განწყობა ევროკავშირის სასარგებლოდ, ყოველთვის უსვამენ ხაზს, რომ კარი რჩება ღია. დიახ, ეს კარი რჩება ღია და ეს კარი შეიძლება უსასრულოდ იყოს ღია, მაგრამ ამ კარში ჩვენ უნდა შევიდეთ და თუ არ შევალთ, მაშინ დავკარგავთ შესაძლებლობებს ევროკავშირში გაწევრიანების, უფრო სწორად, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენ უკვე დავკარგეთ და 2030 წლამდე ნამდვილად ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები