Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ვალერი გელბახიანი – გაეცინა და თქვა, სრული ლუსტრაციაა საკუთარი თავისო

პოლიტიკა
1534
Frontnews
ვალერი გელბახიანი – გაეცინა და თქვა, სრული ლუსტრაციაა საკუთარი თავისო

ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს “ხალხის ძალის“ განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გააცნო. 

 

მისი თქმით, სააკაშვილი ამ განცხადებაში რუსულ კვალს ხედავს.

 

“გაეცინა და თქვა, სრული ლუსტრაციაა საკუთარი თავისო. ანუ, არის იმის გაგრძელება, იმ კონტექსტის და ნარატივების, რაც თქვა ბატონმა პუტინმა“, – აღნიშნა ვალერი გელბახიანმა.

 

გელბახიანის თქმით, ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ პროცედურა, რაც ახლა მიმდინარეობს, მიმართულია სააკაშვილის ფიზიკური მოსპობისკენ და ამ მიმართულებით, სავარაუდოა, მხოლოდ ხელისუფლების მოქმედება, ამერიკელებსა და ევროპელებს ხელი არაფერზე მიუწვდებათ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები