Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ვალია ვანიშვილი – სალომეს შეუძლია, კარები გაუღოს და გამოიყვანოს, გამოუშვი სალომე მიშა

საზოგადოება
831
Frontnews
ვალია ვანიშვილი – სალომეს შეუძლია, კარები გაუღოს და გამოიყვანოს, გამოუშვი სალომე მიშა

ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები ვალია ვანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. 

 

“გამოუშვან, რატომ არ უშვებენ, ახალგაზრდები არ ხართ, კარები გატეხეთ და გამოიყვანეთ. აბა მე ვიყო იქა, მე რუსებს ვრეკავ, მარტო ვცხოვრობ, თქვენ ამოდენა ახალგაზრდები ხართ და ის კაცი ვერ გამოგყავთ? რა ახალგაზრდები ხართ? სალომეს შეუძლია, რომ კარები გაუღოს და გამოიყვანოს, გამოუშვი სალომე მიშა”, – განაცხადა ვალია ვანიშვილმა.

 

წერილების კამპანია “გადაარჩინე მესამე პრეზიდენტი” სოფო ჯაფარიძის ინიციატივით დაიწყო. მოქალაქეები სალომე ზურაბიშვილს წერლის უგზავნიან და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ. 

თაგები:

ხურვალეთი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები