Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — "საქართველოს ბანკის" მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

ბიზნესი-ეკონომიკა
39
Frontnews
ვალუტის გაუმჯობესებული კურსი — "საქართველოს ბანკის" მობილბანკსა და ინტერნეტბანკში

"საქართველოს ბანკი" მომხმარებლებს საბანკო სერვისებით სარგებლობის კიდევ უფრო მოქნილ შესაძლებლობებს სთავაზობს. M, L და SUPER ნაკრებების, ასევე Student Card-ისა და SOLO პაკეტების მფლობელებს საქართველოს ბანკის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ვალუტის გადაცვლა სპეციალური პირობებით შეუძლიათ.

კერძოდ, მომხმარებლები ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში (GEL, USD, EUR) ვალუტის გადაცვლას საქართველოს ბანკის საუკეთესო კურსით შეძლებენ. ოპერაციის შესრულება შესაძლებელია დისტანციურად, ნებისმიერ დროს, 24/7 რეჟიმში, მომენტალურად.

შეთავაზება მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლონ კონკურენტული გაცვლითი კურსით და საბანკო ოპერაციები მათთვის მოსახერხებელ დროს, ერთიანი ციფრული სივრციდან შეასრულონ.

აღსანიშნავია, რომ M, L და SUPER ნაკრებები მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო საჭიროებების ერთიანად მართვის შესაძლებლობას აძლევს. ფიქსირებული ყოველთვიური საფასურის სანაცვლოდ, ისინი სხვადასხვა საბანკო მომსახურებას დამატებითი საკომისიოს გარეშე იღებენ, მათ შორისაა, ავტომატური გადახდები, კომუნალურების დაფარვა, ანგარიშებისა და ბარათების მომსახურება და სხვა სერვისები.

საბანკო ნაკრებებისა და მათი პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს, ხოლო ვალუტის გადასაცვლელად გამოიყენეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი.

(R)

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები