ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზაალ ანჯაფარიძე - ორმაგი სტანდარტები და მიდგომებია ის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ხელს უშლის ურთიერთობების გადატვირთვას დასავლეთთან

ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება მკაცრად აღკვეთოს სიძულვილის ენა ინტერნეტში, იმიტომ რომ დასავლეთის ფავორიტია, საქართველოს ხელისუფლებას კი ამის უფლება თურმე არ უნდა ჰქონდეს, თუ აშშ-ის საელჩოს და სხვა დასავლელი აქტორების "ლოგიკას" დავეყრდნობით, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სიძულვილის ენის გაღვივების ხელშემწყობი პოლიტიკოსების მკაცრი დასჯა მოითხოვა.
“რა გამოდის, მოლდოვის ხელისუფლებას აქვს უფლება მკაცრად აღკვეთოს სიძულვილის ენა ინტერნეტში, იმიტომ რომ დასავლეთის ფავორიტია, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას კი ამის უფლება თურმე არ უნდა ჰქონდეს, თუ აშშ-ის საელჩოს და სხვა დასავლელი აქტორების "ლოგიკას" დავეყრდნობით.
სწორედ ორმაგი სტანდარტები და მიდგომებია ის ერთ-ერთი მიზეზი, რაც ხელს უშლის ურთიერთობების გადატვირთვას დასავლეთთან. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს, რომ აშშ და ევროპა საქართველოსთან მიმართებაში ამ მავნე ტვირთისგან თავისუფლდებიან”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე




