ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზაზა ბიბილაშვილი - მსგავსი რამ ხდებოდა საბჭოთა ოკუპაციისას და მსგავსის მიჯნაზე ვართ ახლა

ავტორი
Frontnews საქართველო
მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მსგავსი რამ ხდებოდა საბჭოთა ოკუპაციისას და მსგავსის მიჯნაზე ვართ ახლა, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
მისი თქმით, სარჩელი წარმოადგენს მოსარჩელე მხარის პოლიტიკურ ხედვას, იმას, თუ რას მიიჩნევს "ქართული ოცნება" მიზანშეწონილად.
"ძალიან რთულია, ზღვარი გავავლოთ - სად მთავრდება პოლიტიკა და სად იწყება სამართლებრივი საკითხები. განხილვის პროცესში მოსარჩელე უკვე დაგვეთანხმა წინა კვირას, რომ დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა "ოცნების" მიერ ცალმხრივად შექმნილი პოლიტიკური დოკუმენტია, რომელსაც ეფუძნება სარჩელი. ამ დოკუმენტს თავისთავადი ღირებულება არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი, არ გააჩნია, არამედ ეს დოკუმენტი არის კომპილაცია. მოსარჩელე მხარის მიერ მოპოვებული, მიკერძოებულად ინტერპრეტირებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფაქტებისა და გარემოებებისა.
სარჩელი წარმოადგენს მოსარჩელე მხარის პოლიტიკურ ხედვას, იმას, თუ რას მიიჩნევს "ქართული ოცნება" მიზანშეწონილად.
საკონსტიტუციო სარჩელი არსებითად წარმოადგენს კონსტიტუციის ხელში ჩაგდების, ავტოკრატიული ლეგალიზმის და სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების მაგალითს. საკონსტიტუციო სარჩელის მიზანია ხელისუფლების უზურპაცია ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ. მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მსგავსი რამ ხდებოდა საბჭოთა ოკუპაციისას და მსგავსის მიჯნაზე ვართ ახლა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
თაგები:
ზაზა ბიბილაშვილი




