ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზელენსკი - ბელგია უკრაინას წლის ბოლომდე სამ F-16-ს გადასცემს

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინის საჰაერო ძალები ბელგიისგან F-16 გამანადგურებლებს მიიღებს. მაღალი დონის შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ბელგია უკრაინას სამ F-16-ს წლის ბოლომდე გადასცემს.
"ამ თვითმფრინავების მიღებას დაჩქარებული პროცედურის მეშვეობით განვახორციელებთ“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, უკრაინამ უკვე მიიღო F-16-ისთვის საბრძოლო მასალა ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ესპანეთიდან.
"როდესაც რუსეთი ყოველდღიურად ზრდის ესკალაციას, ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობების დამატება საჰაერო სამიზნეების განადგურებისა და ადამიანების დასაცავად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან მადლობა გადაუხადა ბელგიის მთავრობას და პრემიერ-მინისტრს "რუსეთის მიერ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული გადამწყვეტი ნაბიჯებისთვის“.





