ზელენსკი - დაზვერვამ რუსეთის გეგმები გამოავლინა, უკრაინა საპასუხო ზომებს ამზადებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის დაზვერვამ აგრესორი ქვეყნის გეგმები გამოავლინა და კიევი უკვე საპასუხო ზომებს ამზადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ დეტალურად ისაუბრა შტაბის სხდომის შედეგებზე, რომლის დროსაც განსაზღვრეს სამხედრო მრეწველობის მთავარი დეფიციტები და საჭიროებები. მიღებული გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს იარაღის მოდერნიზაციას, მოწინააღმდეგეზე დარტყმითი საშუალებებისა და ახალი თაობის თავდაცვითი შეიარაღების, კერძოდ, რეაქტიული დრონების წარმოების დაჩქარებას.
მისივე თქმით, მთავარი საკითხი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებისთვის შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის საჭირო დაფინანსებაა.
"დაზვერვამ რუსეთის გეგმების შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვაწოდა, ჩვენ ვამზადებთ საპასუხო ნაბიჯებსა და ჩვენს ასიმეტრიულ კონტრზომებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ "შორ მანძილზე მოქმედი სანქციების" შედეგების ანალიზი გრძელდება.
"კონკრეტული სანქციების გეგმა ხორციელდება და ჩვენ ოპერატიულად ვცვლით პრიორიტეტებს, რათა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები სრულად შეესაბამებოდეს რუსეთის სამხედრო ობიექტებზე იერიშების ყველა დასახულ მიზანს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




