ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზელენსკი - მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო საკუთარი ბალისტიკური იარაღის შექმნა, უკრაინა კი ამას ძალიან მალე გააკეთებს

ავტორი
Front News საქართველო
საკუთარი ბალისტიკის შექმნა და ანტიბალისტიკური სისტემის შემუშავება მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურმა უმცირესობამ მოახერხა. უკრაინას კი შეუძლია, ეს უკვე ძალიან მალე გააკეთოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა გამართა თათბირი უკრაინული ბალისტიკის მომზადებისა და FREYJA-ს ანტიბალისტიკური პროგრამის ფარგლებში ამოცანების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
"მხოლოდ მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურმა უმცირესობამ მოახერხა საკუთარი ბალისტიკის და ანტიბალისტიკური სისტემის შემუშავება. უკრაინას აქვს ეს შესაძლებლობა. უკრაინელებს გააჩნიათ შესაბამისი სამეცნიერო ბაზა და კომპეტენციები. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ საჭირო დონეზე უკვე გავიდნენ ჩვენი იარაღის მწარმოებლებიც. ველოდებით, რომ 2026-2027 წლებისთვის უკრაინა მიაღწევს სასურველ შედეგებს", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე განისაზღვრა გრაფიკი და პასუხისმგებელი პირები იმ პროგრამული კომპონენტებისთვის, რომლებიც დაჩქარებას მოითხოვს.
"FREYJA წინ მიიწევს და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს პარტნიორებთან მუშაობაზე PAC-2 და PAC-3 რაკეტებთან დაკავშირებით.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან პარტნიორებთან კომუნიკაციაში კონკრეტულ შედეგებს ელოდება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




