ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზელენსკი - მოსკოვი ზამთარს არ უნდა შეხვდეს იმ იმედით, რომ რაკეტებით და დრონებით ტერორს საპასუხო შედეგის გარეშე გადაურჩება

ავტორი
Frontnews საქართველო
მოსკოვი ზამთარს არ უნდა შეხვდეს იმ იმედით, რომ რაკეტებით და დრონებით ტერორს საპასუხო შედეგის გარეშე გადაურჩება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, კიევში საცხოვრებელ კორპუსზე რუსების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტი რუსების მიერ მოლდოვის საზღვართან მდებარე საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მიტანილ იერიშსაც გამოეხმაურა.
"გასულ ღამეს ოდესის რეგიონში, მოლდოვასთან საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს, „სტაროკოზაჩეს“ დაარტყეს. იქ ოპერაციები შეჩერებულია. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მაშველებმა თექვსმეტი ადამიანის ევაკუირება შეძლეს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ასევე მიმდინარეობს მუშაობა დნეპრის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ჟიტომირის და კიევის ოლქებში რუსული თავდასხმის შედეგებთან გასამკლავებლად.
სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ძალიან მცირე რეაგირება მოჰყვა დარტყმებს, რომლებიც ადამიანებს პრაქტიკულად ყოველდღე კლავს. თუმცა რეაგირებაა საჭირო – მოსკოვი ზამთარს არ უნდა შეხვდეს იმ იმედით, რომ რაკეტებითა და დრონებით ტერორს საპასუხო შედეგის გარეშე გადაურჩება. აგრესია უნდა შეწყდეს აქ და ახლა, ვიდრე ის კიდევ უფრო გავრცელდება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




