Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზელენსკი - პრეზიდენტ ტრამპთან ნიუ-იორკში შეხვედრაზე შევთანხმდით და ამ შეხვედრამ შეიძლება, ბევრი რამ შეცვალოს

უკრაინა
167
Frontnews
ზელენსკი - პრეზიდენტ ტრამპთან ნიუ-იორკში შეხვედრაზე შევთანხმდით და ამ შეხვედრამ შეიძლება, ბევრი რამ შეცვალოს

უკრაინა და შეერთებული შტატები ნიუ-იორკში მაღალი დონის შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელსაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს დიპლომატიურ პროგრესზე. მხარეები უკვე განიხილავენ დეესკალაციის ზომებსა და უსაფრთხოების საკითხებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის ტრამპს ნიუ-იორკში შეხვდება.

"მე ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს. ეს იყო მნიშვნელოვანი საუბარი და ჩვენ ბევრი რამის განხილვა მოვახერხეთ. ჩვენ შევთანხმდით ნიუ-იორკში შეხვედრაზე და ამ შეხვედრამ შეიძლება, ბევრი რამ შეცვალოს. არსებობს დიპლომატიური იმპულსი. მე მადლობა გადავუხადე პრეზიდენტს სტივ უიტკოფის და ჯარედ კუშნერის კიევში ვიზიტისთვის. საფუძვლიანად განვიხილეთ ძირითადი დეტალები და მათ პირადად ნახეს უკრაინაში არსებული სიტუაცია. მშვიდობის გზა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია. არსებობს იდეები დეესკალაციის ნაბიჯებისა და ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხების – ენერგეტიკული უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და ადამიანის სიცოცხლის დაცვის მოგვარებისთვის. ჩვენ ერთად ვთანამშრომლობთ ამერიკულ გუნდთან და მზად ვართ, გადავდგათ მართლაც სერიოზული ნაბიჯები.

მადლობა გადავუხადე ამერიკის პრეზიდენტს ლინდსი გრეჰემის კანონპროექტის კანონად ქცევისთვის, ხელმოწერისთვის. ყველანი ვეთანხმებით – მშვიდობა უნდა იყოს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას უჭერს მხარს! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!“, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, 8 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ტრამპთან შეხვედრას სექტემბრის ბოლო კვირაში ელოდებოდა. 22 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა და ორმხრივი შეხვედრების სერიას გამართავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები