Logo

ზელენსკი - პუტინს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება, თუმცა იძულებული იქნება, ეს გააკეთოს, ამისთვის შესაბამისი გეგმა არსებობს

უკრაინა
153
ზელენსკი - პუტინს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება, თუმცა იძულებული იქნება, ეს გააკეთოს, ამისთვის შესაბამისი გეგმა არსებობს

რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება, თუმცა იძულებული იქნება, რომ ეს გააკეთოს. ამისთვის შესაბამისი გეგმა შემუშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მისაღწევად ყველა ნაბიჯი გათვლილია.

"ჩვენ გვესმის, რა უნდა გავაკეთოთ. ეს არის ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი გეგმა, თუ როგორ მოვახდინოთ მასზე (პუტინზე) ზეწოლა“, - აცხადებს პრეზიდენტი.

ზელენსკის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის ხაზი უნდა შეინარჩუნონ.

"ეს პრეზიდენტს აძლევს შესაძლებლობას, მტერთან ძლიერი პოზიციიდან აწარმოოს დიალოგი", - აღნიშნა მან.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრძოლის ველზე პოზიციები არ არის საკმარისად ძლიერი, დიალოგი გადაჭარბებულ კომპრომისებში გადადის, ეს კი უკრაინის ინტერესებს არ შეესაბამება.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინის მთავარი სტრატეგია ახლა პუტინის სტრატეგიის წინააღმდეგ ბრძოლაა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი მობილიზაციის გაზრდას და ჯარში რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაწვევას გეგმავს.

ამიტომ, ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს, გააძლიერონ მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სექტორში. მან საპასუხო დარტყმები თავდაცვის ძალების ერთ-ერთ ამოცანად დაასახელა.

"ჩვენ ომი რუსეთის ტერიტორიაზე უნდა დავაბრუნოთ. ამის შემდეგ რუსული საზოგადოება ამ ომის შედეგებს იგრძნობს და მთავრობაზე ზეწოლას მოახდენს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები