Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზელენსკი - პუტინი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა დონბასიდან გასვლას არ აპირებს

უკრაინა
963
Frontnews
ზელენსკი - პუტინი ვერ გაიმარჯვებს, უკრაინა დონბასიდან გასვლას არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს. მისი თქმით, კიევი დონბასიდან გასვლას არ აპირებს.

ზელენსკის განცხადებით, პუტინს "გამარჯვების გაყიდვა“ სჭირდება, რისთვისაც აუცილებელია დონბასის ხელში ჩაგდება, თუმცა უკრაინა უბრალოდ არ დატოვებს პოზიციებს, რადგან არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ის უფრო შორს არ წავა.

"მას სჭირდება გამარჯვების გაყიდვა. გამარჯვება უკრაინაში არ ექნება. მას სჭირდება დონბასის ხელში ჩაგდება. ჩვენ თავისთავად უკან დახევას არ ვაპირებთ. რა უნდა გაყიდოს მან გამარჯვებად?" - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ომის შემდეგ, უკრაინას შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ექნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში.

ომის დასრულების კომენტირებისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ამჟამად ცეცხლის შეწყვეტა სჭირდება, რადგან არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ომი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები