Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზელენსკი - პუტინის სიტყვები აჩვენებს, რის მიღწევა სურს მას სინამდვილეში ომის გზით

უკრაინა
203
Frontnews
ზელენსკი - პუტინის სიტყვები აჩვენებს, რის მიღწევა სურს მას სინამდვილეში ომის გზით

ვლადიმერ პუტინის სიტყვები უკრაინის მიერ სახელმწიფოებრიობის თითქოსდა დაკარგვის შესახებ აჩვენებს, თუ რის მიღწევა სურს მას სინამდვილეში ომის გზით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა "მსოფლიო სისუსტედ“ შეაფასა ის ფაქტი, რომ რუს დიქტატორს ასეთი განცხადებების გაკეთებაში არავინ უშლის ხელს.

"რატომ სისუსტე? ჯერ კიდევ 2005 წელს კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ მე-20 საუკუნის უდიდესი ტრაგედია საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. 2025 წელს მან თავის მთავარ გეოპოლიტიკურ მიზნებს გასცა პასუხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კრემლის ლიდერის ამ ლოგიკაში ადამიანური ტრაგედიების ადგილი არ არის.

"არაფერი უთქვამს პირველ მსოფლიო ომზე, არ უღიარებია მეორე მსოფლიო ომი და არც ჩერნობილი დაუსახელებია უდიდეს ტრაგედიად. ანუ, არ უხსენებია არაფერი, რაც ადამიანთან არის დაკავშირებული. ამიტომ ნათელია მისი მიზანი: საბჭოთა კავშირის დაბრუნება და და მისი მიზანი არ არის აღმოსავლეთ უკრაინა, მისი მიზანი არ არის დონბასი, მისი მიზანია მთელი ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაცია", - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინის განცხადებები უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შესახებ აჩვენებს, თუ რა სურს მას სინამდვილეში და როგორ ხედავს ომის დასასრულს.

1 ოქტომბერს პუტინმა განაცხადა, რომ "უკრაინას დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია; ის გარედან იმართება და სახელმწიფოებრიობას კარგავს".

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები