ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზელენსკი - პუტინის ტყუილი არაფერს შეცვლის, რუსეთი ყირიმის ხიდს მუდმივად იყენებდა სამხედრო ლოგისტიკისთვის

ავტორი
Frontnews საქართველო
რუსეთი ყირიმის ხიდს მუდმივად იყენებდა სამხედრო ლოგისტიკისთვის, მსოფლიომ სიმართლე იცის. რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ტყუილი არაფერს შეცვლის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თავდაცვის ძალების მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებამდე, რუსეთმა უკრაინის ხიდებზე იერიში 109-ჯერ მიიტანა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუბარია არა რაკეტებისა და დრონების რაოდენობაზე, არამედ უშუალოდ თავდასხმების რაოდენობაზე.
როგორც მან აღნიშნა, კრემლის მეთაური და მისი გარემოცვა უბრალოდ კვლავ ეძებენ საბაბს ესკალაციისთვის.
"მან (პუტინმა) თქვა, რომ რუსებს ეს ხიდი სამხედრო ლოგისტიკისთვის არასოდეს გამოუყენებიათ, მაგრამ ჩვენ ყველამ მილიონჯერ ვნახეთ ეს. პუტინს შეუძლია შევიდეს ინტერნეტში და ნახოს, როგორ კვეთენ ხიდს ტანკები, ჯავშანტექნიკა, არტილერია და სხვა აღჭურვილობა. ეს საიდუმლო არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა კრემლს შეახსენა, რომ ის რეალურ ფაქტებს ვერ გაექცევა - უკრაინა და მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




