ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზელენსკი - პუტინს ოდესის, ხარკოვისა და დნეპრის მიტაცება სურს, ის უნდა შევაჩეროთ

ავტორი
Frontnews საქართველო
ვლადიმერ პუტინი ოდესის, ხარკოვის, დნეპრის და უკრაინის სხვა ქალაქების მიტაცებას ცდილობს, სწორედ მისგან ვრცელდება ომი და არასტაბილურობა მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, კრემლის დიქტატორი გაჩერებას არ გეგმავს და უკრაინის ძირითადი რეგიონების მიმართ ექსპანსიონისტური გეგმები აქვს.
ზელენსკის თქმით, რუსეთის ლიდერის ქმედებები და პოლიტიკა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გლობალური საფრთხის წყაროა.
"რუსეთს ჩვენი მეზობელი მოლდოვის მიმართაც აქვს პრეტენზიები. ის მუდმივად ემუქრება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. რუსეთი პატივს არ სცემს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სახელმწიფოებრიობას. სამწუხაროდ, სირიაში და აფრიკის ქვეყნებშიც ძალიან კარგად იციან, რას წარმოადგენენ რუსი მკვლელები.
როგორც ჩანს, რაღაც ყოველთვის უშლის ხელს პუტინს, უბრალოდ თქვას: „საკმარისია. ამას თავი დავანებოთ“. რაღაც ყოველთვის ხელს უშლის აღიაროს, რომ მისთვის 17 მილიონი კვადრატული კილომეტრი, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საკუთარი ტერიტორია, საკმარისი უნდა იყოს. პუტინი ყოველთვის ეძებს ვინმეს, ვინც დაეხმარება მეტი ადამიანის მოკვლაში, მეტი ტერიტორიის დაკავებასა და სხვა ქვეყანაზე თავდასხმაში, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ გაჩერდეს და საკუთარ ქვეყანას მიხედოს. ამ ყველაფრის შემდეგ, შეგიძლიათ კი, წარმოიდგინოთ პუტინი ომის გარეშე? ის „ნულოვანი პაციენტია“. ის, ვისგანაც ომის იდეა სულ უფრო მეტად ვრცელდება, სადაც ეს იდეა ვრცელდება, მას მხოლოდ ტკივილი, არასტაბილურობა, ახალი საფრთხეები და ახალი კრიზისები მოაქვს. რაც უფრო მეტი თავისუფლება აქვს პუტინს მოქმედებისთვის, მით უფრო საშიში ხდება მსოფლიო ყველა დანარჩენისთვის. სწორედ ამიტომ, "ნულოვანი პაციენტი“ უნდა შეჩერდეს. მას უნდა შეეზღუდოს მოქმედებისა და ამ ბოროტების კიდევ უფრო გავრცელების შესაძლებლობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




