Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზელენსკი - რუსეთი ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს და სამიზნეებიც შეარჩია

უკრაინა
175
Frontnews
ზელენსკი - რუსეთი ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას ასრულებს და სამიზნეებიც შეარჩია

რუსეთმა შესაძლოა, მალე უკრაინაზე ახალი მასშტაბური შეტევა განახორციელოს. კიევმა იცის, ამჯერად რომელი სამიზნეები აირჩია მტერმა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"სამწუხაროდ, რუსები უკვე ასრულებენ ახალი მასშტაბური დარტყმისთვის მზადებას და, დაზვერვის მონაცემებით, სამიზნეები კვლავ ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სექტორები, ასევე ქალაქებსა და თემებში კრიტიკული ინფრასტრუქტურა იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ამჟამად ის ელოდება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხზე კომუნიკაციის შედეგების შესახებ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში პრიორიტეტს Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის განკუთვნილი გამანადგურებელი რაკეტები წარმოადგენს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მტერი აქტიურად ესხმის თავს ქვესადგურებს, საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზებს და მთელ ელექტროენერგიის მიწოდების ქსელს.

"დღევანდელი მდგომარეობით, ვითარება განსაკუთრებით რთულია დნიპროში, ოლქის დნიპროს რაიონში, ასევე პავლოგრადში. მობილიზებულია ყველა საჭირო სარემონტო ძალა. ასევე მინდა გამოვყო ოდესასა და მიმდებარე რეგიონში, ხარკოვის რეგიონში, კონოტოპსა და სუმის რეგიონში მიმდინარე სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ სარეზერვო აღჭურვილობა არსებობს, სარემონტო ბრიგადები პროფესიონალები არიან და მუშაობენ", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მიხაილო დრაპატის ანგარიში ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენების შესახებ. ამჟამად ყურადღების ცენტრშია ვითარება დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკას და მის შემოგარენში. განისაზღვრა სპეციალური ამოცანები იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით თავდაცვას იკავებენ და ზელენსკი მათ წარმატებით შესრულებას ელოდება.

"ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ სანქციებს რუსული კომპანიებისა და მათი ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში ჩართული პირების წინააღმდეგ. ჩვენს ქმედებებს ჩვენს პარტნიორებთან შევათანხმებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები