ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება
ზელენსკი - რუსეთი ბოლო კვირების განმავლობაში ორჯერ დაესხა თავს ჩემს თვითმფრინავს დრონებით

ავტორი
Frontnews საქართველო
რუსები ბოლო კვირების განმავლობაში ორჯერ დაესხნენ თავს უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავს. ეს ქმედებები რუსეთის დაშინების სტრატეგიის ნაწილი იყო, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თავდასხმები პირდაპირ კავშირში იყო მისი საპრეზიდენტო თვითმფრინავის ადგილმდებარეობასთან.
"ჩემი საპრეზიდენტო თვითმფრინავი მოლდოვაში იმყოფებოდა და სწორედ ამიტომ თავს დაესხნენ მოლდოვას. როდესაც სახლში ვბრუნდებოდით, ისევ კიშინიოვის გავლით, მათ იგივე გააკეთეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინაში დაბრუნებისას, ერთი ან ორი დრონი მოლდოვას საჰაერო სივრცეში შევიდა. ეს ინციდენტი ოფიციალურად აქამდე არ გახმაურებულა.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ საპრეზიდენტო დელეგაციის ყველა წევრი უსაფრთხოდ იყო.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები რუსული სტრატეგიის ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა პირადად მისი და სხვა უცხოელი ლიდერების დაშინებას.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




