Logo

ეს სტატია ინგლისური ენაზე არ არის ხელმისაწვდომი - მალე დაემატება

ზელენსკი - რუსეთი დარტყმისთვის მოემზადა, იცოდნენ, რომ მათ ყოველ ბოროტებას ჩვენი სამართლიანი პასუხი მოჰყვება

უკრაინა
260
Frontnews
ზელენსკი - რუსეთი დარტყმისთვის მოემზადა, იცოდნენ, რომ მათ ყოველ ბოროტებას ჩვენი სამართლიანი პასუხი მოჰყვება

უკრაინელებმა დღეს საღამოს, ღამით და ხვალინდელი დღის განმავლობაში სარაკეტო საფრთხის სიგნალებზე რეაგირება უნდა მოახდინონ, ვინაიდან რუსეთი ახალი დარტყმისთვის მზად არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"გთხოვთ, დღეს საღამოს, ღამით და მომდევნო დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო საფრთხის სიგნალებზე რეაგირება მოახდინეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები დარტყმისთვის მოემზადნენ.

"გაუფრთხილდით თავს. მათ კი, იქ, რუსეთში, უნდა იცოდნენ, რომ მათ ყოველ ბოროტებას ჩვენი სამართლიანი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს, 16 ნოემბერს, რუსეთმა ჩერნიგოვში ორ საწარმოზე მიიტანა იერიში. მტრის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები